უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უპრეცედენტო საქმის განხილვა გენოციდის შესახებ დღესაც გაგრძელდება. მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელზე მიმდინარეობს, რომელსაც მხარი 32-მა ქვეყანამ დაუჭირა. სარჩელით კიევი აცხადებს რომ უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად კრემლმა გენოციდის კონვენცია ბოროტად გამოიყენა და თავად ჩაიდინა გენოციდის დანაშაული. ჰააგაში გენოციდის შესახებ საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და სასამართლომ რუსულ მხარეს მოუსმინა. დღეს კი სასამართლოზე უკრაინა წარდგება.
იხილეთ ასევე: