მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატად ძაღლ "კუპატას" წარადგენს. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ მხარს ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს უჭერს.
მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა, - წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა 22 ივნისს დატოვა, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კი საკუთარი კანდიდატურა 30 ივლისს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 7 აგვისტოს კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მზადაა იტვირთოს ფუნქცია და პრემიერმინისტრი მაქსიმუმ 2 წელით გახდეს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქარეთველოში მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას და არეულობას არ გამოიწვევს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და წარმატების მიღწევაა, რაც სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სააკაშვილის განმარტებით, ბევრ საკითხში "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხისტი და ზოგჯერ უსამართლოც, ეს ტენდენცია კი გაუარესდა და გაგრძელდა. მან აღნიშნა, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.