გვჯერა, ამ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს - თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

IRI-ის კვლევის შედეგებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მას სჯერა მხარდამჭედების და იმის, რომ "ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები განახორციელა იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული იყოს.

ასებობს უკვე არაერთი ავტორიტებული კვლევა, სადაც ჩანს რომ "ოცნებას" 56 და კიდევ უფრო მაღალი პროცენტი აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში. რა თქმა უნდა, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ ველით, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, - ამბობს თალაკვაძე. 

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ IRI-იმ არაკომპეტენტური დასკვნები დადო. 

როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია ამბობს რომ 27%-სგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ. კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს, 17 სექტემბერს კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. 

მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - ქართული ოცნება 33%, ენმ - 15%, ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი 4-4%.

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე 
გამოკითხულთა 16% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 9-9% ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებელს, 5-5-% სამოქალაქო მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, 4% აქვს - ახლადშექმნილ ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანს 3-3%. მხოლოდ 2% აქვს ლეიბორისტულ პარტიას. 

ხელისუფლების მთავარ მიღწევად IRI-ის კვლევაში 22% კორონავირუსთან გამკლავებას ასახელებს.

მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში - გამოკითხულთა 74% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ 5% - არა.

მომავალი პრემიერმინისტრი პარტიული პირი უნდა იყოს - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 59%. 16% თვლის, რომ ის შეიძლება არ იყოს პარტიული, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს. 

რომელ საინფორმაციო საშუალებას ენდობით ყველაზე მეტად? - 1 წლის "მთავარი არხი" აქ მეორე ადგილზეა და მას ნდობას გამოკითხულთა 16 % უცხადებს. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.  კვლევის ცდომილება +- 2.5%-ია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი