"მოსახლეობას ცვლილებები სურს" - ოპოზიცია IRI-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩანს, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რესურსი გადაუწყვეტელ ამომრჩეველშიცაა რადგან მათ არ სურთ, თავიანთი ბედი "ოცნებას" ანდონ. "ამ ამომრჩეველს უნდა სწორედ ხელისუფლების შეცვლა და ეს გამოჩნდება 31 ოქტომბერს" - ამბობს თინაბოკუჩავა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, ჯამური ოპოზიციის - იზრდება და მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. "საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებებისთვის ჩამოყალიბებული მზაობაა".

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს, 17 სექტემბერს კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. 

მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - ქართული ოცნება 33%, ენმ - 15%, ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი 4-4%.

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე 
გამოკითხულთა 16% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 9-9% ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებელს, 5-5-% სამოქალაქო მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, 4% აქვს - ახლადშექმნილ ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანს 3-3%. მხოლოდ 2% აქვს ლეიბორისტულ პარტიას. 

ხელისუფლების მთავარ მიღწევად IRI-ის კვლევაში 22% კორონავირუსთან გამკლავებას ასახელებს.

მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში - გამოკითხულთა 74% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ 5% - არა.

მომავალი პრემიერმინისტრი პარტიული პირი უნდა იყოს - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 59%. 16% თვლის, რომ ის შეიძლება არ იყოს პარტიული, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს. 

რომელ საინფორმაციო საშუალებას ენდობით ყველაზე მეტად? - 1 წლის "მთავარი არხი" აქ მეორე ადგილზეა და მას ნდობას გამოკითხულთა 16 % უცხადებს. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.  კვლევის ცდომილება +- 2.5%-ია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი