კონფლიქტი ყარაბაღში და საფრთხეები საქართველოსთვის - პოლიტიკოსები რუსეთის გააქტიურებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესშია - ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა მზად უნდა იყოს ნებისმიერი პროვოკაციისთვის რუსეთის მხრიდან და მაქსიმალურად ჩააყენოს საქმის კურსში დასავლეთი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირპსირება დღეს, 27 სექტემბერს განახლდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კონფლიქტიის დეესკალაციას.

ცოტა ხნის წინ საგანგებო მიმართვა გაავრცელა ნიკოლ ფაშინიანმაც და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ კონფლიქში არ ჩაერთოს თურქეთი, რომელმაც აზერბაიჯანს უკვე გამოუცხადა ოფიციალური მხარდაჭერა

სომხეთის პრეიერმინისტრი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასია ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი