ევროკავშირი სანქციებს უფრო მარტივი და სწრაფი პროცედურით მიიღებს - "მაგნიტსკის აქტი"

გამოქვეყნდა:

ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" განხილვის შემდეგ, ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების მიღებას უფრო მარტივი და სწრაფი პროცედურით შეძლებს.

"ეს არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო რეაქტიულები და სანდოები. ბელარუსის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწერებას საბჭოს მრავალი სხდომა დასჭირდა. ეს არასერიოზულია. "მაგნიტსკის აქტის" საშუალებით, ჩვენ მოქმედების რეალური ინსტრუმენტი გვექნება", - თქვა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრმა, იზაბელ ვისელერ-ლიმამ.

ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი, ფიქრობს, რომ "მაგნისტიკის აქტს" პრევენციული როლის ექნება. 

"აქტი საშუალებას მისცემს ავტორიტარული რეჟიმებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების ეფექტურად დაწესებას", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა. 

კუბილიუსი წერს, რომ ბელარუსში განვითარებული მოვლენების ფონზე, ახლა უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირის სწრაფი რეაგირება სიტუაციას განმუხტავს და სპეცრაზმელების დანაშაულებრივ ქმედებებს შეაჩერებს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 280 ადამიანი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას პოლიციამ აქციებზე მომიტინგეების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. მიუხედავად ამ მუქარისა, ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი აქცია მაინც გაიმართა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი