ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მორიგი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანი და სომხეთი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

აზერბაიჯანი მზადაა, შეაჩეროს სისხლისღვრა და ყარაბაღის საკითხი პოლიტიკურად გადაწყვიტოს, - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS- სთან ინტერვიუში.

"ამ შემთხვევაში პრიორიტეტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პოლიტიკური ნებაა. ჩვენი მხრიდან ეს არის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს პოზიციას, განსაკუთრებით დღეს, 13 განთავისუფლებული თემის გამოცხადების და სომხეთის ჯარის მიერ დამარცხების შემდეგ. აზერბაიჯანი აჩვენებს თავის უპირატესობებს ბრძოლის ველზე. ამის მიუხედავად, არ გვსურს სისხლისღვრა გავაგრძელოთ და გვსურს ხალხის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი გადაწყდეს პოლიტიკური საშუალებებით", - თქვა პრეზიდენტმა ალიევმა.

დღესვე, 19 ოქტომბერს სააგენტომ გამოაქვეყნა ინტერვიუ სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც პრეზიდენტ ალიევთან მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისზე უნდა იყოს დაფუძნებული. 

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეს არის ჩვენი პოზიცია და თუ მეორე მხრიდან არ იქნება მზადყოფნა, ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის უფლებებისთვის, მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეების უფლებებისთვის. ეს არის სომხეთის მთავრობის, სომხეთის ხალხის, სომხური დიასპორის პოზიცია და ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლიანი, კონსტრუქციული პოზიცია", - განაგრძო პაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ორჯერ, 10 და 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

დღევანდელი, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებები ისევ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანიც და სომხეთიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი