აზერბაიჯანში 24 სოფლის და 1 ქალაქის გათავისუფლებას ზეიმობენ - ვითარება ყარაბაღში

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განჯასა და გორანბოიში სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატები, გუბადლიში კი - სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები გაანადგურეს. 

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, Twitter-ზე წერდა, რომ აზერბაიჯანელებმა მთიანი ყარაბაღის კიდევ 24 სოფელი და ქალაქი ზენგილანი გაათავისუფლეს. 

სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას ადასტურებს სომხეთიც. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშანა სტეფანიანი, Twitter-ზე მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების ამსახველ კადრებს ავრცელებდა. 

"საინტერესოა, კიდევ რამდენი საფრენი აპარატი დარჩათ აზერბაიჯანელებს", - წერს შუშან სტეფანიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ორჯერ, 10 და 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

გუშინ, 19 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებების ხელახალი რაუნდისთვის მზაობა გამოთქვეს. ორივე მხარე საკუთარ ულტიმატუმს აყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი