ოპოზიციაში ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას სახელმწიფოს დაკნინებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა სახელმწიფოს უუნარობა. მათთვის გაუგებარია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში როგორ ვერ შეძლეს საგამოძიებო ორგანოებმა თავდამსხმელის კვალის დადგენა.
"დღეს 2020 წელს ზუგდიდში, ცენტში, ქალაქში, სადაც არის უამრავი კამერა, სუსის შენობის გვერდზე, პოლიციასთან ახლოს ადამიანი ხელყუბარით და კალაშნიკოვის ტიპის იარაღით ადამიანი შევარდა, ადამიანები აიყვანა მძევლად, შემდეგ გახსნილი ხელყუმბარით გამოვიდა, მძევლად აიყვანა პოლიციის უფროსი, წაიღო ფული და გაუჩნარდა. ეს არის ჩვეულებრივად სახელმწიფოს დაკნინება", - ამბობს ხატია დეკანოიზე, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი "ენმ"-დან.
მთავრობა ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი კრიმინალი ხდებოდა.
"პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა პოლიტიკური შეფასებებისაგან. ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. რაც შეეხება კრიმინალს ესეც მარტივი გადასამოწმებელია. წლების განმავლობაში ადამიანებს ეგონათ რომ ყველაფერი კარგი ხდებოდა ქვეყანაში მაგრამ სინამდვილეში უამრავი კრიმინალი ხდებოდა", - ამბობს თბილისი მერი, კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.
ცნობისთვის, შს მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს ფული ბიუჯეტიდან მისცეს. იგი სავარაუდო, თანამზრახველ დავით ხვიბლიანს "ერთ- ერთი მძევალს" უწოდებს და ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის განცხადებასაც. მისი თქმით გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს.