პომპეო ყარაბაღის ომში რუსეთ-თურქეთის ჩართვას არ გამორიცხავს - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოსალოდნელ საფრთხეებზე 

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პომპეო ამბობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვაშინგტონში 25 ოქტომბერს მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მაიკ პომპეო დღეს სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა და ვალდებულებები შეახსენა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ომში თურქეთისა და რუსეთის ჩართვას არ გამორიცხავს, რაც დაპირისპირების მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის.

პომპეოს ყურადღებას ამახვილებს, რომ ომი ნავთობისა და გაზის მილსადენებთან ახლოს მიმდინარეობს, რაც საფრთხეს არა მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანს, არამედ ათეულობით სახელმწიფოს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი