არაფხიზელმა "ოცნების" საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მარიკა დათუკიშვილის ცემა სცადა

გამოქვეყნდა:

კახეთის გზატკეცილზე, ისნის 79–ე საარჩევნო უბანზე, სადაც მხოლოდ სამართალდაცავები აძლვენ ხმას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ–ს წარმომადგენელს მარიკა დათუკიშვილს.

"მთავართან" საუბრისას მარიკა დათუკიშვილმა თქვა, რომ მის მხარდამჭერებს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ ისნის მაჟორიტარისთვის ხმის მიცემა გააპროტესტეს.

"ხმის მიცემის უფლებაში არ იგულისხმება, რომ ადიგენში, კახეთში, თელავში, ქვემო ქართლში თუ შიდა ქართლში მცხოვრებმა ადამიანმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს მისცენ ხმა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, ეს არის საარჩევნო კოდექსის ამომრჩევლისთვის თავზე გადახევა, როცა მოვუწოდეთ კომისიას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და არ მივეცით საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი ხმა გაეყალბებინათ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქართული ოცნების წარმომადგნელები გადმოვიდნენ პირდაპირ იერიშზე და აგრესიაზე, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ჰქონდათ და კომისიამ გააგდო ერთ–ერთი ადამიანი უბნიდან, რომელიც წესრიგის დაცვას ცდილობდა. პირდაპირ ჩემზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ქართული ოცნების უბნის უფროსს ჰქონდა მცდელობა ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა." – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიკა დათუკიშვილი.

შეგახსენებთდარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი