რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლის მაგივრად, მარნეულში უბანზე კაცი მივიდა 

გამოქვეყნდა:

მარნეულში საარჩევნო უბანზე უცხოეთში მყოფი ქალის მაგივრად ხმის მისაცემად კაცი მივიდა. საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელმაც დარღვევა დააფიქსირა, უბნიდან გააძევეს. 

საარჩევნო პროცესი მარნეულში დილიდან ხმაურით მიმდინარეობს.

უკვე რამდენჯერმე მოხდა ხელჩართული ჩხუბიდაპირისპირების ერთერთ ორგანიზატორად საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე სახელდება, რომლის თქმითაც იგი შემთხვევის ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციების აღსაკვეთად იყო მისული. 

არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი