"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი საარჩევნო დარღვევებს ხელისუფლების მიერ ოპოზიციაზე თავდასხმას უწოდებს. მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობა ხელისუფლების ინტერესებშია და ოპოზიციამ მათთან დაპირისპირებისგან თავი უნდა შეიკავოს.
"ჩვენ ვხედავთ, რა ხალხი არის მობილიზებული უბნებთან, რა მეთოდებით ცდილობენ მოქალაქეების დაშინებას, ვხედავთ მოსყიდვის ფაქტებს, პირდაპირ უბნებთან დგანან სიებით და იხდიან ფულს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წრმომადგენელი საზოგადოებას არჩევნებზე აქტიურობისკენ და "კრიმინალურ სამყაროსთან შეზრდილი" ხელისუფლების ცვლილებისკენ მოუწოდებს.
არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონში.
საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.