კონტროლი საარჩევნო კაბინაში - ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ვიდეოზარით გადაიღო, რათა "ოცნების" კანდიდატისთვის, ვასილ ჩიგოგიძისთვის ეჩვენებინა, როგორ ხაზავდა მის სახელსა და გვარს და დაემტკიცებინა, რომ ხმას ნამდვილად აძლევდა. უბნის გარეთ კი ერთ-ერთ დამკვირვებელსა და კონსტანტინე შარაშენიძეს შორის ამ ფაქტის გამო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს ვიდოგადაღება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა. მესამე სექტორი სხვასდასხვა დარღვევებზეც საუბრობს, მათ შორის ოქმებში დაფიქსირებულ მეტობითი დისბალანსზე და ამის გამო მიაჩნიათ, რომ ხელახლა უდნა გადაითვალოს ის უბნები სადაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
მესამე სექტორის შეფასება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
აქვე, არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, დარღვევები მარნეულში მე-5 უბანზე დამკვირვებლების არ შეშვებით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება 52-ე უბანზე. სროლის ხმა გაისმა გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. მთელი დღის განმავლობაში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე აღმოჩნდა. დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.