
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ფუზულის რეგიონის 16 სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყება.
"აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ფუზულის რეგიონის სოფლები: ვეისალი, სეიდაჰმედლი, გორგანი, უჩუნჩუ, მაჰმუდლუ, გაჯარი, დივანალილარი, ჯაბრაილის მაზრა, იანარჰაჯი, გუბადლის გაზიანი, ბალასოლტანლი, მარდანლი, ზანგილანი, ზანგილავის ბეშდალი, ხოჯანდინი, ხოჯანდას ბეშდალი. გამოვხატავ სიყვარულს აზერბაიჯანის არმიის მიმართ. ყარაბაღი აზერბაიჯანია", - წერს ილჰამ ალიევი.
სომხეთის ოფიციალურ უწყებებში ამ ფაქტზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ განსაკუთრებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ქალაქ შუშაში მიმდინარეობს.
"შუშაში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ მტრის მრავალი შეტევა მოვიგერიეთ. განადგურებულია მათი 4 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მანქანა", - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.