ხელები შორს საქართველოს მომავლისგან - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი "ოცნებას" მოუწოდებს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებისგან ხელები შორის წაიღონ. საკაშვილისვე თქმით, ივანიშვილმა წააგო არჩევნები და აპირებს ხელისუფლება ძალადობრივად შეინარჩუნოს. ამის სესახებ მან თავის Facebook-ის გვერზე ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

"ის რაც ახლა თბილისში ხდება, რაც ხდება ბათუმში, რაც ხდება მთელ საქართველოში ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა. თითოეული მონაწილის მხრიდან. ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა დიდი მადლობა. ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ. დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსების გვარები, სახელები, ამას მნიშნველობა არ აქვს. ჩვენ, ყველა ვიცავთ საქართველოს და მინდა მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას, ახლა რასაც ისინი შვებიან, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპრი გამოყენება და თან ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით, "იმედზე" ატრიალებენ 7 ნომებრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შედეგ მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისის და გახარია დააწინაურეს. მე მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს 2012 წელს მე სრიულიად მშვიდობიანდ გადავეცი ხელისუფლება, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო არჩენვები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება და ეს მას არ გამოუვა და რაც უფრო მეტად შეეცდება ამას მით უფრო ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგებისგან, ხელები შორს ქართული ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ამას ალტერნატივა არ აქვს და გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად - იმ წუთში, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

აქვე გეტყვით, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, საპარლამენტო არჩვენების შედების გაყალბებას აპროტესტებდა. რის შემდგომაც, მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს. 

ამას წინ უძღვოდა ივანიშვილისთვის მიცემული ვადა, 8 საათამდე, და მათი პოლიტიკური მოთხოვნები:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან კი, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით კვლავ გამოიყენეს წლლის ჭავლი და დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი იაქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

სახალხო დამცველი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც, გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება. შს მინისტრის მოადგილე კი, ამბობს, რომ პოლიციას წყლის ჭავლისა და სპეცსაშუალების გამოყენების უფლება აქვს. 

წყლის ჭავლის გამოყენების უკანონობის შესახებ პოზიცია გამოხატეს "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა"Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებულმა დირექტორმა გიორგი გოგიამ''სამართლიანმა არჩევნებმა''ხოლო სახალხო, დამცველი ნინო ლომჯარია აქციაზე მივიდა

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი