მესამე სექტორი 8 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევას და გომელაურის უწყების გადაწყვეტილებას მძიმე დანაშაულად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები ამობენ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია და ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის, თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი დამიზნებით, ახლო მანძილიდან გამოიყენა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო მომიტინეგებისთვის.
"ძალის დემონსტრირება აქციის მონაწილეების მიმართ ცალსახად ჩანდა. გარდა ამისა შეიძლება დავარქვათ, ქაოსური გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ნორმალურ ვითარებაში საღი აზრით და კარგი დაგეგმვის პირობებში ასეთი ქაოტური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს და ბევრად უფრო დალაგებული, ორგანიზებული უნდა იყოს სპეციალური საპოლიციო ძალების მოქმედება. პრობლემა არის ის, რომ წყლის ჭავლი გამოიყენებოდა დამიზნებით ახლო მანძლიდან - ასე გამოყენება ამ სპეციალური საშუალების არის უკიდურესად სახიფათო იმიტომ, რომ ამან ძალიან დიდი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს", - ამბობს გურამ იმნაძე
"სართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გუშინ მომიტინგეების დარბევის პასუხისმგებლობას ხელისუფელბას აკისრებს და ამბობს, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და დეონსტრანტების დარბევა მიუღებელი და გაუგებარია.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირქტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენა და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას კანონდარღვევად აფასებს.
"ცესკოს ეზოშინ აქცის მონაწილეები არ შესულამ, სწორედ ამ დროს გამოვიდა წყლის ჭავლის მაქანა და პირდაპირ, მომიტინგეებზე გაუფრთხილებად მიუშვა წყლის ჭავლი, რაც იყო კანონდარღვევა ერთი მხრივ იმიტომ, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული - შემდგომში გამოყენებულ იქნა გაურკვეველი აირი - თუ მოლაპარაკების შანსი არსებობს ეს უნდა გამოიყენოს ოპოპზიცამაც და ხელისუფლბამაც, რომ იქნეს შეთანხმება მიღწეული, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთანდ აკავშირებით", - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღონ COVID-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ცნობისთვის, 8 ნომებრის ღამის მოვლენებს ასევე გამოეხმაურნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ISFED, საია , EMC . მათი აზრით, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კონსიტიტუციური უფლების დარღვევაა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.