მაიკ პომპეომ ტურნე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვევა, პარიზში სტუმრობით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ტურნე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსაც ეწვევა, გუშინ, პარიზში ვიზიტით დაიწყო. 

"მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგებთან რიგ პრობლემებზე საუბრის დაწყებას, როგორებიცაა რელიგიური თავისუფლება, ტერორიზმთან ბრძოლა და დესტაბილიზაცია ირანში. პირველი გაჩერება: პარიზი", - წერს მაიკ პომპეო. 

სახელმწიფო მდივანი პარიზში ვიზიტისას Institut Montaigne-ს წევრებს შეხვდა და ისეთი საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია და ტერორიზმი. 

აქვ შეგახსენებთ, რომ მაიკ პომეო ტურნეს ფარგლებში საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის პერიოდში პომპეო პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. ოპოზიცია კი ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

გარდა სამთავრობო პირებისა, სახელმწიფო მდივანი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასაც შეხვდება.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი