შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ძმა - ბიძინა ესებუა დააკავა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ესებუას ძებნილ პირთან კონტაქტს ედავებიან. ვრცელდება ინფორმაია, რომ ბადრი ესებუამ მოპარული თანხის ნაწილი ძმას გადასცა, რაც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ამავდროულად, ბიძინა ესებუა ზუგდიდში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.

უწყებაში ამობენ, რომ დამატებითი დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

თავდასხმა ბანკზე შუადღის საათებში მოხდა. ამ დრომდე უცნობია, როგორ შევიდა შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ბანკის ფილიალში ისე, რომ არავის მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 

ბანკში შეჭრილი ესებუა პირველად კონტაქტზე "მთავარი არხის" საშუალებით გამოვიდა. მან ერთერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას აიძულა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაერეკა და საკუთარი მოთხოვნები გაეხმოვანებინა. სწორედ "მთავარის" ეთერიდან გახდა ცნობილი რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენსა და უსაფრთხოებას ითხოვდა.

მალევე ნიკა გვრამიამ განმარტა, როგორ გამოვიდა ხაზზე თავდამსხმელი და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.

21 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბანკში სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ფულით სავსე ჩანთა მიუტანა.

პირველი კადრები, როცა თავდამსხმელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო, პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა. აქედან ზუსტად 9 წუთში "საქართველოს ბანკის" შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.

ესებუას კვალი სოფელ კირცხიდან იკარგება. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი