ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.

უკანასკნელი ინფორმაციით, სლოვაკეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში პირველი აცრა უკვე ჩატარდა, რასაც ამ ქვეყნების მთავრობებში პანდემიის დასრულებისკენ და ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად აფასებენ.

ევროპაში საყოველთაო იმუნიზაციისთვის Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოიყენება, რომელიც გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში პირველი პაციენტი – 101 წლის ქალი უკვე აიცრა.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.

მოგვიანებით ვაქცინა დაამტკიცა აშშ-მაც.

აქვე - მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - საბოლოო შედეგების მიხედვით - 95%-ით ეფექტურია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი