82 წლის ბრიტანელი ბრაიან პინკერი პირველი პაციენტია მსოფლიოში, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
პარკერს თირკმლის დაავადება აქვს და ჩერჩილის ჰოსპიტალში მკურნალობს. თებერვალში ის და მისი ცოლი ქორწინებიდან გასული 48-ე წლის აღნიშვნას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქსფორდის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაიწყო.
ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, ვირუსი ყოველ 24 საათში 50 ათასზე მეტ მოქალაქეს უდასტურდება. 2021 წლის პირველ დღეებში კი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში მარტში აშენებული სპეციალური კოვიდცენტრები კიდევ ერთხელ გახსნეს, ლონდონში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სკოლიდან დაითხოვეს.
ცნობისთვის, ოქსფორდის ვაქცინამდე ქვეყანამ Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო.