
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი "გაბრაზებული და დამწუხრებულია აშშ-ს კონგრესზე განხორციელებული ძალადობრივი შეტევების გამო.
"ღრმად ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ აღიარა დამარცხება ნოემბრის შემდეგ და კიდევ ერთხელ გუშინ. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გაღრმავდა და ამან შექმნა ატმოსფერო, რამაც შესაძლებელი გახადა წუხანდელი მოვლენები", - განუცხადა მან გერმანიის დეპუტატებს შეხვედრაზე.
ის მიესალმა ჯო ბაიდენის განცხადებას და იმ ფაქტს, რომ კონგრესმა განაგრძო მისი პრეზიდენტან დამტკიცების სხდომა. მერკელმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ინაუგურაციამ უნდა "გახსნას ახალი თავი" ამერიკის დემოკრატიაში.
მან მიესალმა არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას და კონგრესმა განაგრძო მისი პრეზიდენტობის დამოწმება და თქვა, რომ მისმა ინაუგურაციამ უნდა "გახსნას ახალი თავი" ამერიკის დემოკრატიაში.
"ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის ძალებმა გაიმარჯვეს, ეს არის ის, რაც ყოველთვის ვიცოდი შეერთებული შტატების შესახებ და ველოდი", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
ტრამპმა თქვა, რომ ეს ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
სენატში სხდომა 12 ხმის დათვლის შემდეგ შეწყდა, მაშინ, როცა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. არეულობის და დაპირისპირების დროს ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.
თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.