ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუცმა შეძლო გამძლეობის დადასტურება — ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია და რომ გუშინ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ამერიკულმა ინსტიტუმა შეძლო ძლიერების და გამძლეობის დადასტურება.

"30 წელია რაც საქართველო მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემეკრატიული მსოფლიოს ლიდერად. გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუცმა შეძლო თავისი ძლიერების და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა.  სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232. 

ტრამპმა თქვა, რომ ეს ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

სენატში სხდომა 12 ხმის დათვლის შემდეგ შეწყდა, მაშინ, როცა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. არეულობის და დაპირისპირების დროს ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.

თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი