ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაზე - სახელწოდებით "ფორუმი" - სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "Taming the Garden" ("მოთვინიერება") იქნება წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ფილმის პირველი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე 31 იანვარს შედგა, მეორე კი 2 თებერვალს.
კინოფესტივალის გვერდზე "Taming the Garden"-ის შესახებ ნათქვამია, რომ ფილმი მდიდარი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ ხეების ამოთხრასა და საკუთარი ედემის ბაღში გადატანაზეა. საზოგადოების ნაწილისთვის კი ხის ამოთხრა, არა მხოლოდ დაზიანებული გზის საფარი, არამედ მათი კოლექტიური მეხსიერების და იდენტობის ძარცვაა
შეგახსენებთ, რომ ქართველ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, საკუთარ დენდროპარკში გიგანტური ხეები გადააქვს. გიგანტური ხეების გადარგვის პროცესი ვერ შეაფერხა ვერც ვირუსის ეპიდემიამ და ვერც კორონაკრიზისმა.
ამავე თემაზე: