საუბარი იყო წითელ ხაზებზე თუ ყვითელ ხაზებზე, ამაზეც ვერ გავაკეთებთ კომენტარს - კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრებისა და შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, "ოცნება" მზადაა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარმატებით დასრულდეს. 

ისაუბრეს თუ არა შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, კობახიძე შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ამბოსბ მხოლოდ იმას, რომ: 
"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დიალოგი დასრულდეს წარმატებით. პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს. საუბარი იყო წითელ ხაზებზე თუ ყვითელ ხაზებზე, ამაზეც ვერ გავაკეთებთ კომენტარს".

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა

ამავე თემაზე:

ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი