ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრაულ მოედანზე აქციისთვის ემზადებიან, პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა.
ჯერ უცნობია, რა მიზნით მიიღო უწყებამ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქუთაისს, სადაც აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, იქ ჯერ პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზება არ შეინიშნება.
ცნობისთვის, დღეს, 13:00 საათზე, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. მას მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსებიც უჭერენ. რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც დაემატა.
ამავე თემაზე: