
პოლიტიკოს გოგი წულაიას აღკვეთ ღონისძიებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.
ქალი, რომელიც წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ სარჩელის გამოტანას არ აპირებს და პოლიტიკოსის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. თავად გოგი წულაია კი ფიქრობს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას დღეს, 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მან შიმშილობა დაიწყო.
ამავე თემაზე: