
პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაზე დაკავებულ დიმიტრი კასრელიშვილს ბრალი წარუდგინა.
გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, კასრელიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განცხადების თანახმად, ბრალდებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია, პნევმატური პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 179 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
უწყების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
იხილეთ ასევე: