
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას ევროპელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე ეხმაურება.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე წამყვანი ევროპარლამენტარების ნათელი განცხადება. ევროპარლამენტში ჩვენთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ძალიან იმედგამაცრუებელია იმის აღქმა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს სწრაფად იმსახურებს, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე: