
ევროკავშირი აღარ აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებას. ქვეყნისთვის ფინანსური სანქციები სულ უფრო რეალური ხდება. ამ შინაარსის განცხადებები დღეს ბრიუსელში გაკეთდა. ქართულ-ევროპული ურთიერთობების თანამედროვე ისტორიაში პირველად, ევროპა საქართველოს ღიად აფრთხილებს. პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით და "ქართული ოცნების" მიერ ევროპული მედიაციისთვის დახურული კარი პირდაპირ ხდება სანქციების მიზეზი.
ამავე თემაზე: