ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობას წყვეტს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრუსელიდან კონსულტაციებისთვის თავისი წარმომადგენელი გამოიხმო. ამასთან, ბელარუსმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ პირებს, რომლებიც სანქციების დაწესებაზე არიან პასუხისმგებელი.
"იმედი გვაქვს, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აცნობიერებენ ბელარუსთან მიმართებაში ძალისმიერი მიდგომის ზიანსა და ამაოებას",- წერს მელარუსის საგარეო სამინისტრო twitter-ზე.
9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ევროკავშირმა კი ბელარუსის საინვესტიციო პაკეტები შეუჩერა და საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.
სანქციების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.
ამავე თემაზე: