ბათუმის დილიდან "ბიძინაობამდე" | როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-გვერდზე გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, დღის ბოლოს პრემიერმინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დააკავეს.

ნახეთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში:

08:45 - მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა: "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".

10:12 - მიხეილ სააკასვილმა Facebook-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა, ვიდეომიმართვაში მან თავის მხარდამჭერებს მიმართა.

10:40 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა.

11:28 - ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა მმართველ გუნდშიც უარყოფდნენ.  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ვიდეოები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა, ნამდვილი არაა და მან დასამონტაჟებლად მარტივი ტექნოლოგია - "დიპფეიკები" გამოიყენა.

12:30 - ამჯერად, მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და უკრაინის ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია.

13:12 - მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს.

19:45 - მთელი დღის უარყოფის შემდეგ, 19:22 წუთზე მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, რამდენიმე წუთში კი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს და საზოგადოებას ბიძინაობა მიულოცა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი