მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საქართველოდან დევნილი იყო და ქვეყანაში მხოლოდ 8 წლის შემდეგ, საიდუმლოდ დაბრუნდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სტატიაში ასევე წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და საზღვრის კვეთის დეტალები უცნობია, თუმცა ნათელია, რომ ის ქვეყანაში არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით არ შემოსულა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყანაში დაბრუნდა - BBC
ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
იხილეთ ასევე: