თქვენ გაქვთ ფიცი დადებული, გახსოვდეთ, ქვეყანას უნდა ემსახუროთ და არა პიროვნებებს | კაპიტან გერვასი ღვინიანიძის მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას თავდაცვის თადარიგის ოფიცერი კაპიტანი გერვასი ღვინიანიძე უცხადებს.

ღვინიანიძე, რომელიც 2008 წლის ომის მონაწილეა ამბობს, რომ სამხედროს ფიცი ეკუთვნის მის ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებებს. ის მოუწოდებს სამხედროებს, რომ რუსული "ოცნების" ახდენაში მონაწილეობა არ მიიღონ. 

" მე ფიცი მაქვს დადებული ერისა და ქვეყნის წინაშე, როგორც სხვა, დანარჩენ სამხედროებს. მოგმართავთ ყველა სამხედროს, თქვენ გაქვთ ფიცი დადებული და გახსოვდეთ, რომ ემსახუროთ ქვეყანას და არა პიროვნებებს. რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაუკეთეს და უკეთებენ, ეს მიუღებელი. ნუ შეასრულებთ რუსული ოცნების ბრძანებებს, თავისუფლება მიშას", - ამბობს გერვასი ღვინიანიძე

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 44 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, გარკვეული დათქმებით. 

ასევე იხილეთ :

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი