საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ემიგრაციიდან მხარდაჭერას უცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსი სერჟანტი მიხეილ ხორგუაშვილი.
ვიდეომიმართვაში ხორგუაშვილი მოუწოდებს ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს, მიიღონ უსაფრთხოების ზომები და უზრუნველყონ პრეზიდენტის გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
"მე გახლავართ, შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსი სერჟანტი მიხეილ ხორგუაშვილი. ამჟამად ვიმყოფები ემიგრაციაში, კერძოდ ამერიკაში. მინდა გამოვხატო შეშფოთება და ღრმა მწუხარება არსებული სიტუაციით, თუ რაც ხდება დღესდღეობით საქართველოში. ეს ამაზრზენი მოქცევა და მოპყრობა, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ. მე მინდა მივმართო თითოეულ ძალოვან სისტემაში მომუშავე იმ პირად შემადგენლობას, რომელიც პირადად შეეხნენ ჩვენი მთავარსარდლის ღირსებას. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ გახსოვდეთ, თქვენს მიერ დადებული ფიცი ქვეყნის წინაშე. მე მინდა გაიხსენოთ სად იყავით და სად ხართ დღეს, მე მინდა გაიხსენოთ, თუ როგორ ვაშენებდით, თითოეულ ძალოვან სისტემაში მომუშავე პირადი შემადგენლობა ჩვენ ძალოვან სტრუქტურებს, რა თქმა უნდა, მეთაურობით ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ გთხოვთ, რომ მიიღოთ უსაფრთხოების ზომები და უზრუნველყოთ გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ჩვენი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება". - ამბობს მიხეილ ხორგუაშვილი
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, გარკვეული დათქმებით.
ასევე იხილეთ :