ბიოტექნოლოგიური კომპანია Novavax კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა the hill ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მათ ვაქცინაში იქნება ომიკრონის შტამის მუტირებული სპაიკ ცილა, რათა ადამიანს იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. ვაქცინის განახლებული ვერსიის შექმნას და კვლევას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ცნობისთვის, ნოვავაქსის უკვე შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ადრინდელი შტამების წინააღმდეგ, კვლევების მიხედვით, 90%-ით ეფექტურია. ხოლო Pfizer/BioNTech-ის თანახმად, მათ ორ კვირაში ეცოდინებათ, რამდენად ეფექტიანია მათი ვაქცინა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი "ომიკრონის" შტამი სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა. შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე აფრიკის ქვეყნებიდან, აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დააწესეს. ფრენებთან დაკავშირებით, კორონავირუსის ახალი შტამის გამო - საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა .
ამავე თემაზე: