ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც მოხვდა. სახალხო დამცველი წერს, რომ პროცესი წელსაც "უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა".
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით:
"სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლინაზე. სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე თემაზე: