
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები არ შეიძლება გაიმართოს მანამ, სანამ მოსკოვს მეზობელ ქვეყანაში ჯარები ჰყავს.
მისი აზრით, თუ რუსები მოლაპარაკებებს სერიოზულად უყურებენ, მათ ჯერ თავდასხმები უნდა შეწყვიტონ და სამხედროები რუსეთში დააბრუნონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს ნდობა ვერ ექნება.
"თუ რუსები სერიოზულად განიხილავენ მოლაპარაკების საკითხს, მათ ჯერ უნდა გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. არ შეიძლება დიალოგის მაგიდასთან იჯდე და თან იარაღი გქონდეს უკრაინისკენ მიშვერილი. მათ უნდა გაიყვანონ ჯარები და მოახდინონ დეესკალაცია, რის ნიშანსაც ვერ ვხედავ. ამიტომ მე არ მჯერა მათი ამ ძალისხმევის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან", - თქვა ლიზ ტრასმა.
იხილეთ ასევე: