
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოძიებას იწყებს. პროკურორ კარიმ ხანის განცადებით, "არსებობს გონივრული საფუძველი, რათა ვიფიქროთ, რომ ჩადენილია როგორც სავარაუდო ომის დანაშაულები, ასევე დანაშაულები კაცობრიობის წინაშე".
კარიმ ხანმა დასძინა, რომ მისი ოფისი გამოძიებას "რაც შეიძლება სწრაფად" გააგრძელებს.
კარიმ ხანმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ იყო ICC-ის წევრი, მან სასამართლოს იურისდიქცია მიანიჭა.
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების მტკიცებულებებით, კერძოდ, ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსების გასწორებით, კიევის მთავრობა ასევე ამზადებს საქმეს მოსკოვის წინააღმდეგ ჰააგაში გასატანად.