ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, რომ დასავლეთმა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკი უნდა გათიშოს. ამ თემაზე მან ლიეტუვაში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კოლეგებს ხვდება.

"ჩვენ ვმუშაობთ აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან, რათა შეწყდეს პუტინის ომის მანქანის დაფინანსება, ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ", - თქვა მან. 

მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ რუსული აგრესიის დაძლევა არა მხოლოდ უკრაინის "თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის" ბრძოლაა, არამედ ყველასთვის. 

ტრასი  ამბობს, რომ საჭიროა შემცირდეს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი