გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა სასწრაფოდ შეიქმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესასწავლად.
გაეროს წევრებმა დაგმეს რუსეთის აგრესია- განაცხადა კენჭისყრის შემდეგ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.
"პუტინისადმი გაგზავნილი მესიჯი ნათელია, თქვენ იზოლირებული ხართ გლობალურ დონეზე და მთელი მსოფლიო თქვენს წინააღმდეგაა", - თქვა მან.
კომისიის შექმნას მხარი რუსეთმა და ერითრეამ არ დაუჭირა, ხოლო 13-მა ქვეყანამ თავი შეიკავა - მათ შორის ჩინეთი, კუბა, სომხეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, უზბეკეთი და ვენესუელა.
გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაწერა, რომ მიესალმება საგამოძიებო კომისიის შექმნას.
"მტკიცებულებები იქნება დოკუმენტირებული და გამოყენებული საერთაშორისო სასამართლოებში. რუსი სამხედრო დამნაშავეები პასუხს აგებენ", - წერს ზელენსკი.