საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვთან ფარული მოლაპარაკებები აწარმოეს - КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად აშშ-ს მოქალაქე და ჟურნალისტი, იური შვეცი თავის ვიდეობლოგში ყვება, რომ ზოგიერთმა სახლემწიფომ, მათ შორის საქართველომ, კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოა. მისი თქმით, ეს ქვეყნები დათანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში.

"როგორც ცნობილი გახდა, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან და დათანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს იმ სანქციების გვერდის ავლაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა უკანასკნელ კვირაში, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, თბილისი იქცა საჰაერო გადაზიდვების ჰაბად, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში და უკან, ანუ იქ დაჯდება საქონლით დატვირთული რუსული თვითმფრინავები, რუსულ საქონელს თავიდან შეფუთავენ ქართულად და შემდეგ რუსეთში დამზადებული პროდუქცია გავა უკვე როგორც ქართული პროდუქცია", - ამბობს იური შვეცი.

დღეს ეს ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უარყო და პროვოკაცია უწოდა. 

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის საელჩოს მოატყუა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ფედერაციასთან მართავდა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, კვირას, ქართველი მომხმარებლებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გაავრცელა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი