პათეტიკური ყვირილი, რომ საავადმყოფოებს ბომბავენ, უცხო არ არის - ლავროვი მარიუპოლზე

გამოქვეყნდა:

ლავროვი მანიპულაციას და სიყალბეს უწოდეს მარიუპოლში, სამშობიაროს დაბომბვის ფაქტს. განცხადება ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: 

"პათეტიკური ყვირილი იმის შესახებ, რომ საავადმყოფოებს ბომბავენ, უცხო არ არის. 7 მარტს, 3 დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოზე წარვადგინეთ ფაქტები, რომ ეს სამშობიარო დიდი ხნის წინ დაიკავეს ულტრარადიკალებმა და იქიდან ყველა გამოყარეს. ასე, რომ ეს მორიგი მანიპულაციაა" აცხადებს ლავროვი.

ლავროვმა ისევ გაიმეორა რომ რუსეთს სურს უკრაინა იყოს ნეიტრალური და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ის "უსაფრთხოების გარანტიებს" რუსეთისგან.

​ლავროვის თქმით, ეკონომიკური კრიზისიდან რუსეთი "გამოჯანმრთელებული ფსიქოლოგიით გამოვა".

მოლაპარაკებები ანტალიაში უშედეგოდ დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმება მიღწეული არ არის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი