თუ რუსეთი NATO-ს ტერიტორიას თავს დაესხმება, ალიანსი მას პასუხს გასცემს - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ნატოს ტერიტორიაზე თუნდაც შემთხვევითი გასროლა განხორციელდებოდა, სალივანმა უპასუხა:
"პრეზიდენტმა რამდენჯერმე ცხადად თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე, ეს გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და NATO-ს ალიანსის სრული ძალებით პასუხს. თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის NATO-ს ტერიტორიას, NATO-ს ალიანსი პასუხს გასცემს",- ამბობს სალივანი.
ცნობისთვის, ნატოს მე-5 მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. ეს მუხლი გულისხმობს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას. ის რჩება უნიკალურ და მუდმივ პრინციპად, რომელიც აკავშირებს მის წევრებს ერთმანეთთან და ავალდებულებს მათ დაიცვან ერთმანეთი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპანტები საავიაციო თავდასხმა მოხდა ლვოვის სამხედრო ბაზაზე. ბაზა NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული.
ამავე თემაზე: