დაე, მისმა მსხვერპლმა შთააგონოს მსოფლიო, იბრძოლოს სინათლის მხარეს სიბნელის წინააღმდეგ | ზელენსკის სამძიმარი ამერიკელი ჟურნალისტის ოჯახს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გარდაცვლილი ამერიკელი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

სამძიმრის წერილი უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"გულწრფელად ვუსამძიმრებ ბრენტ რენოს ოჯახს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ დაუნდობლობისა და ბოროტების დოკუმენტირებულად ასახვას შეეწირა. დაე ბრენტის სიცოცხლემ და მსხვერპლმა შთააგონოს მსოფლიო, რათა აღდგეს სინათლის ძალების მხარეს საბრძოლველად და ბნელი ძალების წინააღმდეგ", - წერს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთი ჟურნალისტი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი