კიევში აფეთქების შედეგად მრავალსართულიან კორპუსში ცეცხლი გაჩნდა - ზარალი ზუსტდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი 10-სართულიანი შენობის პირველ ხუთ სართულზე გაჩნდა.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილით ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს უკრაინის დედაქალაქ კიევში. ადგილობრივი არხის "უკრაინა 24"-ის ცნობით, აფეთქება დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში მოხდა. ტელევიზია ამბობს, რომ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი