უკრაინა არ ცდილობს რომ ნატოს მეხუთე მუხლის აქტივიზაცია მოახდინოს, ასევე მუდმივად ვაცხადებთ რომ ჩვენი ცა ისევე უნდა იყოს დაცული როგორც ალიანსის ცა - განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებთან, ონლაინ შეხვედრის დროს გააკეთა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, უნდა იფიქრონ დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობაზე NATO-ს გარეთ.
"არსებობს შეკითხვა თუ როგორ პასუხს გასცემს ალიანსი რუსეთს თუ რუსული რაკეტები მის ტერიტორიაზე დაეცემიან.
რუსეთმა ლვოვის ოლქი დაბომბა რომელიც ალიანსის საზღვრებიდან 20 კილომეტრშია, ასევე ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდა რუსული უპილოტო აპარატი.
მეხუთე მუხლის ასამოქმედებლად საჭიროა დარწმუნდე რომ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშით რეაგირების არ შეეშინდება. ახლა ამაში დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. კარგად მესმის რომ რადგან ალიანსში არ ვართ, ჩვენი ზეცა ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. ამასთან, მინდა მივმართო იმ ქვეყნებს, რომლებსაც მეზობლად რუსეთი ჰყავთ, იფიქრონ საკუთარი ქვეყნის თავად დაცვაზე. თუ ალიანსის ღია კარში ვერ შევალთ, მაშინ თანამშრომლობის ახალი ფორმატი უნდა შევიმუშაოთ.
ამასთან, უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები რომელიც არამარტო ჩვენ, არამედ თქვენც დაგიცავთ. უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ დასაწყისია და ამის შესახებ კრემლში მყოფი ადამიანებიც ღიად საუბრობენ. ისინი აცხადებენ რომ მომავალში სხვა ევროპული ქვეყნებიც იქნება. " ამბობს ზელენსკი.
მისივე თქმით, აგრესორის შესაჩერებლად, დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის:
"ჩემი შეხედულებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. თუმცა მესმის თუ რატომ დუმს მსოფლიო განსაკუთრებით უკრაინის 2 ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების შემდეგ. გვესმის სიტყვები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.
რა პასუხი გასცა მსოფლიომ - არანაირი. ბევრი მსოფლიოს წამყვანი კომპანია ამ დრომდე არ გასულა რუსეთის ბაზრიდან. სანქციებს, ჩვენ მეტი ვიცით იმიტომ რომ ქვეყანაში ომი გვაქვს და ვაკვირდებით თუ რამდენად ეფექტურია ეს შეზღუდვები. ბევრი კომპანია რომელმაც განაცხადა რომ რუსული ბაზრიდან გავიდოდა, მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. ისინი მიმდინარე პროცესების დასრულებას და რუსული ბაზარზე ხელახალ დაბრუნებას ელოდებიან. ამ ადამიანებს 97 დაღუპული ბავშვის ბედი არ ანაღვლებთ. არც დანგრეული სახლები და განადგურებული დასახლებები. ეს ნიშნავს რომ უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისევე როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ვერავის ვინც დაგვეხმარება. თუ ეს ადამიანები სისხლისღვრას აიგნორებენ, მაშინ მსოფლიო ვერაფერს შეძლებს. რუსეთი ახლა უნდა შევაჩეროთ, სანამ კიდევ უფრო შორს არ წასულა. იმდენად მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ რომ ომზე ფიქრიც კი ვერ გაბედონ.
აუცილებელია რომ რუსული ბანკები სვიფთის სისტემიდან საბოლოოდ გათიშონ, ასევე რუსული ფლოტი იზოლაციაში მოაქციონ და რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ეს აუცილებელია როგორც ჩვენთვის ასევე თქვენთვის. დამიჯერეთ რუსული პროპაგანდისტული მანქანის შეჩერება ჯერ კიდევ შეგვიძლია. აუცილებელია თქვენთან ერთად ვიმოქმედოთ და მტერი ჩვენ მიწაზე დავამარცხოთ, თორემ ის თქვენამდეც მოვლა.
გიტანას ნაუსედამ კარგად იცის, რომ თუ უკრაინა ვერ შეაჩერებს მტერს, რუსეთი ბალტიისპირეთს მიადგება. ასევე პოლონეთმაც და ფინეთმაც." თქვა ზელენსკიმ.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ.
იხილეთ ასევე: