რა ცნობებიც არ უნდა გაავრცელოს კრემლმა, არ დაიჯეროთ, არაფრის ჩაბარებას არ ვაპირებთ - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი რუსეთისგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს და აფრთხილებს ყველას, არ დაუჯერონ ოკუპანტს თუ ის გაავრცელებს ინფორმაციას ან დოკუმენტაციას თითქოს უკრაინა დანებდა.

არესტოვიჩი ამბობს, რომ კრემლი ახლა საინფორმაციო სპეცოპერაციას ამზადებს.

"მტრის მზაკვრული ჩანაფიქრი შემდეგია, დღეს-ხვალ შეეცდებიან ჩაატარონ სერიოზული საინფორმაციო ოპერაცია, კიბერშეტევა. მერე გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველაფერზე თანახმა ვართ, ჩავაბარეთ ყირიმი, დონბასი, დავთანხმდით ნეიტრალურ სტატუსს. მსგავსი არაფერი იქნება. 

მოკავშირეები ჩვენთან არიან, უფრო მეტიც, ევროსაბჭო დღეს დაჩქარებული წესით უყრის კენჭს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც რადიკალურად უკეთესობისკენ ცვლის უკრაინის ირგვლივ სტრატეგიულ ვითარებას.

მოლაპარაკებებზე ჩვენ დელეგაციას ძალიან პრინციპული თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, ასე რომ, რა დამაჯერებელი ცნობებიც არ უნდა გაავრცელონ, არ დაიჯეროთ, არაფრის ჩაბარებას არ ვაპირებთ", - თქვა არესტოვიჩმა. 

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი ამტკიცებდა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება. საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი არ განიხილება და რომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი