ცხადყოფს, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები.

"გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. იქნება მეტი სანქციები, მეტი ზეწოლა რუსეთზე, ის მოექცევა იზოლაციაში და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის ფასს ვიხდით, ამ საშინელი ომისთვის. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, მაგრამ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. დიდმა ბიზნესებმა უნდა დატოვონ რუსეთი და შეწყვიტონ იქ ფულის კეთება, რომელიც უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი", - თქვა დმიტრო კულებამ. 

უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი ამბობს, რომ აგროვებენ ფაქტებს, როგორებიცაა უკრაინელების შეგნებული ჩაცხრილვა, პრებეინისის ოჯახის მკლელობა ირპენში, დაცხრილული მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა ევაკუცაიისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი