ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართეს რუსეთის სამხედრო და სატვირთო ტექნიკაზე გამოსახული ნიშანი Z და გეორგიევსკის ლენტის ფერები, ნაცისტურ სიმბოლიკად აღიარების შესახებ.
ლიეტუვა მეორე ქვეყანაა, რომელიც ამ სიმბოლოს აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. მანამდე ასეთი ინიციატივა ქონდა ჩეხეთსაც.
საინფორმაციო სააგენტო ELTA-ს ცნობით, დეპუტატებმა დაარეგისტრირეს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებების შესახებ კანონში. დეპუტატების თქმით, ამ ორ სიმბოლოს პრორუსული აქტივისტები პროპაგანდისტული და დაშინების მიზნით იყენებენ.
ამჟამად ლიეტუვის კანონმდებლობა კრძალავს ნაცისტური გერმანიის, სსრკ-ს ან ლიტვის სსრ დროშებისა და გერბების გავრცელებასაა და გამოფენას, აგრეთვე ნაცისტური ან კომუნისტური ორგანიზაციების სიმბოლოების, მათ შორის ნაცისტური სვასტიკის სიმბოლოებს.